|
დასახელება:
პრისელერი
|
| მომწოდებელი:
ლიბო გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი ქართული სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს სახლის მოვლის, ჰიგიენისა და კოსმეტიკის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი:
** ქ. ქუთაისი
** იმერეთის რეგიონი
ფუნქციები:
** შეკვეთების მიღება კონტრაქტორი ობიექტებისგან, პროდუქციის შეთავაზება, დახლებზე განთავსება, ახალი ობიექტების ათვისება, სავაჭრო გეგმის შესრულება, ნავაჭრი თანხის ყოველდღიური გადარიცხვა შესაბამის ანგარიშზე და სხვ.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** ავტომანქანა - სავალდებულოა (იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში - არანაკლებ 6 თვისა
თვისებები და უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ანაზღაურება - შეთანხმებით
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (შაბათ-კვირა დასვენება)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: kutaisi.sales@libogroup.ge არაუგვიანეს 2026 წლის 31 მაისისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).
თქვენს მიერ გამოზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|