Робота для біженців з України
მენეჯერის თანაშემწე - ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერის თანაშემწე - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: Me and Mom
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია "Me and Mom" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას (2 პოზიცია) მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოფისე საქმის წარმოება (საოფისე დოკუმენტაციის მომზადება, სატელეფონო ზარებზე და ელ. წერილებზე პასუხი, მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, შეხვედრების ორგანიზება და საკვანძო საკითხების ჩანიშვნა)
** საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა (ამანათების რეგისტრაცია, გაგზავნა და ადრესატისთვის დროული ჩაბარების მონიტორინგი)
** შემახსენებელი და საინფორმაციო ტიპის SMS-ების დაგზავნა მომხმარებლებთან
** კომპანიის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება
** პარტნიორებისთვის ბრენდის "Me and Mom"-ის გაცნობა და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და პროდუქციის მოწოდების პროცესზე კომუნიკაცია
** მიღებული პროდუქციის აღწერა და სისტემაში შეყვანა
** მიმდინარე თვის პროდუქციის ყუთებში გადანაწილება
** მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზის მართვა და კონტროლი
** ყოველდღიურად უშუალო ხელმძღვანელისთვის სამუშაო დღის შედეგების წარდგენა
** სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა მოთხოვნის შესაბამისად
** კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა და ახალი იდეებისა და ხედვების გენერირება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით)
** ქართული ენაზე გამართული მეტყველებისა და წერის უნარი
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება
** ყურადღება დეტალების მიმართ
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** ორგანიზატორული უნარები
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნება
** კრეატიულობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-18:00

კომპანია გთავაზობთ პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული განვითარების პერსპექტივას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@meandmom.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით.

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების გამოგზავნით ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს "Me and Mom" ქმნის უნიკალურ პროდუქტს დედებისა და შვილებისთვის — ნაკრებ ყუთებს, რომლებიც მოიცავს მოვლის, ჰიგიენურ და სხვა პროდუქტების სატესტო ნიმუშებს და ყოველთვიურად მიეწოდება მომხმარებელს ვებგვერდიდან გამოწერის გზით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე