|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
4Hospitals
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერილობა:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით და ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახური, ექიმები, ექთნები) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის წარდგენა
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და ახალი კლიენტების მუდმივად დამატება
** სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი
** ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება
** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიება და ბაზრის კვლევის ჩატარება
** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი
** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა
ძირითადი უნარები:
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრის უნარი
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამედიცინო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას, კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილების შესაბამისად
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge არაუგვიანეს 2026 წლის 27 მაისისა.
გთხოვთ, Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|