Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717163&print=yes&view=jobs
 
ავეჯის იმპორტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის იმპორტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქსელმშენი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს "მეიზონ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.

"Maison Tbilisi" არის ავეჯის იმპორტის, წარმოების და რითეილ გაყიდვების მიმართულებით ოპერირებადი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, ხარისხიან და მოთხოვნაზე მორგებულ პროდუქციას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, შალვა გოგიძის N2
სამუშაო დრო: სრული (კვირაში 5 დღე) - 10:00-დან 19:00-მდე;
ანაზღაურება: 1900+ ლარი (ხელზე ასაღები თანხა), დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე, კვალიფიკაციაზე და წარმოადგენს მოლაპარაკების საკითხს.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება.
** საერთაშორისო სავაჭრო და საბაჟო პროცედურების ცოდნა
** ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა.
** Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება ავეჯის სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზრის კვლევა და პარტნიორებთან ყველა საჭირო კომუნიკაციის წარმართვა.
** მომწოდებლისგან შემოთავაზებულ პროდუქტებზე შერჩევაში მონაწილეობა;
** ფასების დამუშავება და ოპტიმალური შეთავაზების მომზადება;
** სრული ლოგისტიკური პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია, ტვირთის ქართულ საწყობში მიტანამდე;
** ვადებისა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
** შეკვეთების სტატუსის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი;
** საბაჟო ოპერაციებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ახალი პარტნიორების მოძიება;
** ხელმძღვანელისთვის უკუკავშირის მიწოდება და რეპორტინგი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: maisontbilisige@gmail.com და გთხოვთ subject/სათაურის ველში მიუთითოთ "ვაკანსია - იმპორტის მენეჯერი".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 25.05.2026.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 31 61 00.

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "მეიზონ თბილისმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია