|
დასახელება:
ტენდერების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქსელმშენი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
შპს "ქსელმშენი" აცხადებს ვაკანსიას ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "ქსელმშენი" 2008 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ელექტრო-ენერგეტიკულ სფეროში. კომპანია აწარმოებს დაბალი და მაღალი ძაბვის დანადგარებსა/მოწყობილობებს და აქვს მაღალი ძაბვის ქსელის მოწყობისა და გამართვის მრავალწლიანი გამოცდილება. კომპანია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო და კერძო ტენდერებში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, შალვა გოგიძის N2
სამუშაო დრო: სრული (კვირაში 5 დღე) - 10:00-დან 19:00-მდე;
ანაზღაურება: დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე და წარმოადგენს მოლაპარაკების საკითხს.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტენდერების, შესყიდვების და კონტრაქტების მართვის სფეროში (სასურველია ენერგეტიკის მიმართულებით).
** უმაღლესი განათლება ერთ-ერთ შესაბამის მიმართულებაში: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული ან ენერგეტიკა
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა.
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული.
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივი ტენდერების მუდმივი მონიტორინგი (SPA/NAT, თელასი, ენერგო-პრო და სხვა კერძო პლატფორმები);
** სატენდერო დოკუმენტაციის სრულყოფილი მომზადება და წარდგენა დადგენილ ვადებში;
** სატენდერო/საკონკურსო სრული პროცედურის წარმართვა;
** ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** კონტრაქტების მართვა, ცვლილებების კონტროლი;
** სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოწესრიგებულობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: qselmsheni2008@gmail.com და გთხოვთ subject/სათაურის ველში მიუთითოთ "ვაკანსია - ტენდერების მენეჯერი".
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 20.05.2026.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 31 61 00.
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ქსელმშენმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
|
|
|
|