|
დასახელება:
ტექნიკური ზედამხედველი ელექტრო სამუშაოებში
|
| მომწოდებელი:
ას კონსტრაქშენი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
კომპანია "ას ჯორჯია" ბაზარზე 2010 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის - "ას გრუპ ინვესტმენტის" შვილობილ კომპანიას, რომელსაც მრავალ ქვეყანაში კომპლექსური პროექტების წარმატებით განხორციელების 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
შპს "ას ჯორჯიას" წარმატებას განაპირობებს სანდო პარტნიორები, ძლიერი მენეჯმენტი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ადამიანურ რესურსებში სწორი ინვესტირება. კომპანია ბიზნესპროექტებს ახორციელებს კონცეფციის შემუშავებიდან სრულ რეალიზაციამდე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
კომპანიამ საქართველოში უკვე 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მისი დასრულებული პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი "დირსი", ხოლო მიმდინარე პროექტია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი "პარკ ბულვარი".
შპს "ას კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ტექნიკური ზედამხედველი ელექტრო სამუშაოებში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი (საცხოვრებელი კომპლექსი "დირსი")
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 3500 ლარი NET
პოზიციის ზოგადი პროფილი:
განიხილება კრეატიული ხედვის, თანამედროვე დიზაინის სტანდარტების ცოდნისა და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ვიზუალური კომუნიკაციის შექმნასა და განვითარებაზე.
აღნიშნული პოზიცია მოითხოვს პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს ბრენდის ვიზუალური იდენტობის ერთიანობას, მარკეტინგული კამპანიების ეფექტიან ვიზუალურ მხარდაჭერას და მაღალი ხარისხის დიზაინ მასალების შექმნას როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ არხებში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა (Social Media, ბანერები, პრომო მასალები, პრეზენტაციები)
** ბრენდის ვიზუალური სტანდარტების დაცვა და მათი ერთიანი გამოყენების უზრუნველყოფა ყველა საკომუნიკაციო არხზე
** დიზაინის მასალების ადაპტაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის (Digital, Social Media, Website, Print)
** მარკეტინგის გუნდისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება
** დიზაინ კონცეფციების შემუშავება კამპანიებისა და კომერციული აქტივობებისთვის
** ბეჭდური მასალების დიზაინი და ტექნიკური მომზადება (ბროშურები, კატალოგები, ფლაერები, გარე რეკლამა)
** ვებგვერდისთვის ვიზუალური ელემენტების შექმნა და პერიოდული განახლება
** დიზაინ ფაილების ორგანიზება, არქივირება და რესურსების სისტემატიზაცია
** მიღებული უკუკავშირის საფუძველზე დიზაინების კორექტირება და გაუმჯობესება
** გარე პარტნიორებთან (სტამბა, სააგენტო, პროდაქშენი) კომუნიკაცია მასალების სწორი წარმოებისთვის
** თანამედროვე დიზაინ ტრენდების კვლევა და მათი პრაქტიკაში ინტეგრირება
** ბრენდის ცნობადობისა და კომერციული შედეგების ზრდაზე ორიენტირებული კრეატიული იდეების გენერირება
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
** ძლიერი კრეატიული აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტიანი მართვა
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** უკუკავშირის მიღებისა და შედეგიანად გათვალისწინების უნარი
** სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** Adobe Creative Suite-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Photoshop, Illustrator, InDesign)
** ციფრული და ბეჭდური დიზაინის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება
** სხვადასხვა პლატფორმისთვის დიზაინის ადაპტაციის გამოცდილება
** ვიდეო/მოძრავი გრაფიკის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (After Effects, Premiere Pro)
** UI/UX დიზაინის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
კომპანიის შეთავაზება:
** მასშტაბურ და მაღალი სტანდარტის პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა
** სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში
** პროფესიონალური, კრეატიული და დინამიური სამუშაო გარემო
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge
ელ. ფოსტის Subject ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 28 მაისი.
|
|
|
|