Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გრადუსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
გათბობის და სანტექნიკის მაღაზია "გრადუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. N52

პოზიციის მოკლე აღწერა:

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც შეძლებს მომხმარებელთან ეფექტურ
კომუნიკაციას, პროდუქციის სრულყოფილად გაცნობას და გაყიდვების პროცესში აქტიურ ჩართულობას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის რეალიზაცია
** პროდუქტის მიღება, ჩაბარება და გაცემა
** წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და ცოდნა
** მომხმარებლის საჭიროებების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების გაკეთება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 1C (Balance) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ეფექტური გადმოცემის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** სამუშაო გრაფიკს: 09:00-18:00
** კვირაში 1 დასვენების დღეს
** ანაზღაურებას: 1000 ლარი (ბონუსი + კვება)

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: info@gradusiheating.ge

სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე