|
დასახელება:
რეზერვაციების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო კრისტალი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
სასტუმრო "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე.
"კრისტალი ჯგუფი" აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას ბიზნესში: უძრავი ქონების დეველოპმენტსა და ჰოსპიტალიტის.
ჩვენი მიზანია ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლება მისი ინფრასტრუქტურის ევროპულ დონეზე განვითარების გზით.
"კრისტალი" გამოირჩევა ხარისხსა და განვითარებაზე ორიენტირებით და მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს გუნდის მაღალი ღირებულებები და პროფესიონალიზმი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით)
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Booking.com-ისა და Expedia-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
მოვალეობა-ვალდებულებები:
** ადგილობრივ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან აქტიური მუშაობა და რეზერვაციების მიღება
** ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების მიღება და კლიენტებთან ურთიერთობა
** ელექტრონული ჯავშნების სისტემებიდან ჯავშნების მიღება
** სტუმრებისთვის ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება სასტუმროში დადგენილ ფასებსა და დამატებით მომსახურებებზე
** ინვოისებისა და დასტურის წერილების გაგზავნა, დეპოზიტების ჩარიცხვის კონტროლი, შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება ჯავშნებისა და კლიენტების სპეციფიკური მოთხოვნების შესახებ
** ჯავშნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა
** სასტუმროს მიმღებ განყოფილებასთან მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია
პიროვნული თვისებები:
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დეტალებზე ყურადღება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ ვითარებაში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
პირობები:
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად
** სამუშაო პირობა: სრული განაკვეთი (Full Time)
** გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@hotelcrystal.ge
ტელეფონი: 592 333 000
|
|
|
|