|
დასახელება:
გაქირავების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Sixt
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
"Sixt" არის გერმანული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომლიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: https://www.sixt.com/
«Sixt» ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე.
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 2000 ლარი)
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, სიახლეებით სავსე, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას
** პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია უმაღლესი განათლება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** პრიორიტეტების განსაზღვრის და დროის მართვის უნარები
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილის მომზადება გასაქირავებლად
** მომხმარებლებისთვის მაღალი დონის სერვისის გაწევა
** ავტოგაქირავების ხელშეკრულებების შედგენა, გაფორმება
** მომხმარებლებისთვის ავტომობილების გადაცემა და უკან ჩაბარება
** დამატებითი სერვისების გაყიდვა
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე customerservice@sixt.com.ge და subject-ში მიუთითოთ "ვაკანსია - ავტომობილების გაქირავების მენეჯერი.
|
|
|
|