|
დასახელება:
ანიმატორი
|
| მომწოდებელი:
თამაშობანა
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
ვისაც უნდა თამაში...
კომპანია "თამაშობანა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ანიმატორის პოზიციაზე!
კომპანიის შესახებ: თამაშობანა ცნობისმოყვარეობის და თამაშის ზეიმია!
გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით. სათამაშოები, დაბადების დღეები, კაფე, ვორქშოპები, წიგნები და სულ მალე უფრო დიდი სივრცე და თავგადასავლები დახვდებათ თამაშობანას სტუმრებს ახალ ლოკაციაზე.
სასურველია მომხმარებელზე ზრუნვის მხრივ გამოცდილება. აუცილებელია შვილთან, ნათლულთან, მეგობრების შვილებთან ან პატარა დედმამიშვილებთან თამაშის დიდი გამოცდილება.
მოვალეობები:
** წინასწარ გაწერილი სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის ღონისძიებების ჩატარება
** ბავშვებისთვის და მშობლებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა
** ღონისძიებების მონაწილეების ბედნიერებაზე ზრუნვა
** ბავშვებისთვის საინტერესო და ინტერაქციული გართობის მოწყობა,
** ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, (მ.შ. ბავშვების მხარდაჭერა, თამაში, შოუების მოწყობა, და სხვ.).
** ღონისძიების მასალებისა და რეკვიზიტების მართვა,
** ღონისძიების განმავლობაში უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფა.
** გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა
** ბავშვთა ჯგუფების მართვისა
** ბავშვების დახვედრა და გაცილება
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება
რას გთავაზობთ:
** მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
** ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
** შემოქმედებითი თავისუფლება
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
** საინტერესო პროექტები და გამოწვევები
** დაზღვევა
პირობები:
** სამუშაო ადგილი - თამაშობანას ახალი სივრცე მზიურის პარკში
** სამუშაო საათები - გრაფიკით
** ფიქსირებული ანაზღაურება შეთანხმებით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო. პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ მიცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად.
|
|
|
|