Робота для біженців з України
საკვირაო სკოლის ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკვირაო სკოლის ფსიქოლოგი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემიის სკოლა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა აერთიანებს შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდების პიროვნული ზრდის ხელშეწყობას, ემოციური ინტელექტის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kids.azraki.ge/

აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს საკვირაო სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე 3-17 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის თბილისსა და რეგიონებში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** განსაზღვრული სასწავლო- განმავითარებელი კურსის ფარგლებში შეხვედრების დაგეგმვა და საქართველოს განსაზღვრულ რეგიონებში (ფილიალებში) შეხვედრის ჩატარება;
** განხორციელებული შეხვედრების ანგარიშების მომზადება და შესაბამის ბაზაში დროული განთავსება;
** აზროვნების აკადემიაში არსებული სტანდარტის გათვალისწინებით, კურსის მოდულების, სილაბუსების შექმნაში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისა და მოზარდებისთვის;
** ახალი გამოცემების, სტატიებისა და სწავლების ინსტრუმენტების ძიება, გაცნობა, მათი შეძენის საჭიროების დროული დადგენა;
** ახალი სასწავლო ინსტრუმენტების, სავარჯიშოების პრაქტიკაში ადაპტირება და დანერგვა;
** მიმართულების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესში არსებული რთული შემთხვევების, ინციდენტების დაფიქსირება და ამ საკითხებზე სუპერვიზორის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ფსიქოლოგიის მიმართულებით ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი.
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ბავშვებთან მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება 3-17 წლამდე ასაკობრივი განვითარების შუალედში.
** არაფორმალური განათლების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კომპეტენციები და უნარები:

** ბავშვთა განვითარების თავისებურებების ცოდნა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან.
** კონფლიქტებისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობა, ეთიკურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი (რიგ შემთხვევაში მოიაზრებს რეგიონებში მივლინებას).
** სამუშაო გრაფიკი: შაბათ-კვირა.
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და ქალაქი, სადაც გსურთ დასაქმება - (თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი, 2026 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე