Робота для біженців з України
ასოციაციის კოორდინატორი/პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასოციაციის კოორდინატორი/პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: რითეილისა და ელ-კომერციის ასოციაცია
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
"რითეილისა და ელ-კომერციის ასოციაცია" (REA) აცხადებს ვაკანსიას ასოციაციის კოორდინატორის/პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (დისტანციური)
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (ფიქსირებული, კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსური სისტემა

ჩვენ შესახებ: "რითეილისა და ელ-კომერციის ასოციაცია" (REA) არის ახლადდაფუძნებული, ინდუსტრიული გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში რითეილისა და ელ-კომერციის სექტორის დაცვა, განვითარება და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ჩვენ ვქმნით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ბაზრის მთავარ მოთამაშეებს ციფრული ტრანსფორმაციისა და საერთო ეკონომიკური ინტერესების გარშემო.

ძირითადი მოვალეობები:

** ასოციაციის მიმდინარე საორგანიზაციო საკითხების მართვაში აქტიური ჩართულობა და მენეჯმენტის ასისტირება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში;
** ასოციაციის წევრებთან (B2B სექტორი) ყოველდღიური კომუნიკაცია, ახალი წევრების რეგისტრაციის პროცესისა და საწევროების მართვა;
** ღონისძიებების (მათ შორის, ოფიციალური პრეზენტაციების, ვორქშოფების) ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა და ლოგისტიკური მხარდაჭერა;
** ასოციაციის ვებსაიტისა და სოციალური მედიის გვერდების (Facebook, LinkedIn) მართვა, სიახლეების, პრესრელიზებისა და საინფორმაციო მასალების სისტემატური განთავსება/გადაზიარება;
** PR და მარკეტინგულ გუნდთან კოორდინაცია, ოფიციალური წერილებისა და პრესრელიზების მომზადება/დაგზავნა;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საქმეების მართვა (დოკუმენტბრუნვა, ინვოისირება, მეილების კონტროლი).

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე (ადმინისტრირება, საორგანიზაციო საკითხები, პროექტების კოორდინაცია, B2B კომუნიკაცია) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად (წერილობით და ზეპირად) ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Google Workspace) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ვებსაიტის ადმინ-პანელთან და სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** დინამიკურ სამუშაო გარემოს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სექტორში;
** პროფესიული ზრდის, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მუშაობის უნიკალურ შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და მოტივაციის ზრდაზე მორგებულ ბონუსურ სისტემას.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: contact@reageorgia.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ასოციაციის კოორდინატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე