Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენჯერი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
"მწვანე სკოლის ტყის კამპუსი" აცხადებს კანდიდატების შერჩევას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასკოლო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეგისტრაცია;
** მოსწავლეთა მოძრაობისათვის (მოსწავლის ჩარიცხვა, ამორიცხვა, სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა, აღდგენა) საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
** შემოსული და გასული კორესპოდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, გადამისამართება;
** მასწავლებელთა და თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
** ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებებისა და გასაგზავნი წერილების პროექტების მომზადება, რეგისტრაცია;
** სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში (eschool.emis.ge) მუშაობა (შეიყვანოს, ატვირთოს და განახორციელოს სხვადასხვა ოპერაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით);
** დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარები:

** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@greenschool.edu.ge. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე