Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717098&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო სტროფი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
სასტუმრო "სტროფი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 28 ინდივიდუალურ ნომერს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი ცვლა, ყოველ მეოთხე დღეს (09:00-დან 09:00-მდე)
ანაზღაურება: 900/1000 ლარი, გამოცდილების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა, მომსახურების სტანდარტების დაცვით
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება და თანხის მიღება
** საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს ინვოისებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება
** ნომრების დაჯავშნა და სტუმრების სწორად განაწილება
** სტუმრების საჩივრების/მოთხოვნების მიღება და მათი დროული გადაჭრა
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების დაცვით მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: Info@strofihotel.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სასტუმრო "სტროფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია