Робота для біженців з України
პროფესიული განათლების მასწავლებელი - ელექტრობა - ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი - ელექტრობა
მომწოდებელი: კოლეჯი იბერია
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სსიპ კოლეჯი "იბერია" აცხადებს ვაკანსიას: პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე.

სპეციალობა: მოდულური პროგრამა "ელექტრობა"

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ელექტროობის მიმართულებით;
ან/და
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორ (2) წლიანი გამოცდილება .
** ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება განისაზღვრება საათობრივი სამუშაო დატვირთვის მიხედვით - 1 აკადემიური საათი განფასებულია ოცდაორ (22) ლარად;
** საათობრივი სამუშაო დატვირთვა განისაზღვრება სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:

** მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა და დაგეგმვა;
** მოდულების ეფექტური და თანამედროვე მეთოდებით წარმართვა;
** პროფესიული სტუდენტებისთვის ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფა;
** სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება;
** სტუდენტთა ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასება.

დამატებითი მოთხოვნები:

** პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)
** დოკუმენტაციასთან ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

განაცხადის წარდგენის წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ ფოსტაზე: info@iberia.edu.ge CV (რეზიუმე);

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

ადგილების რაოდენობა: 2 (ორი)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ბაღდათი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 15.05.2026

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ნონა კაჭარავა
ტელ: 597 599 999
მის: ქუთაისი, ზ.ანჯაფარიძის ქ.#61
ელ-ფოსტა: n.kacharava@iberia.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე