Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: Starring Georgia
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
შპს "სთარინგ ჯორჯია" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას საქართველოს გასართობი და კულტურული ღონისძიებების სფეროში.

კომპანია ახორციელებს მასშტაბური პროექტების ორგანიზებას და მართვას, მათ შორის ისეთი სივრცეების ოპერირებას, როგორიცაა Black Sea Arena, "ციცინათელა" და სოციალური სივრცე.

კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, საერთაშორისო სტანდარტებზე და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.starringgeorgia.ge

შპს "სთარინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი ქ. თბილისი (მივლინებები — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები, შეკვეთილი)
** სამუშაო განაკვეთი: სრული.
** დარიცხული ანაზღაურება: 2550 ლარი (Gross)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური წერილების პროექტების მომზადება;
** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
** სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი, დასკვნების მომზადება და/ან ვიზირება;
** კომპანიის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში, სასამართლოებში და კერძო სექტორში კომპეტენციის ფარგლებში; სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** დირექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება/განხილვა;
** სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე მუშაობა დინამიურ და მრავალფუნქციურ გარემოში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

შერჩევის პროცესი:

** I ეტაპი — CV-ების გადარჩევა;
** II ეტაპი — გასაუბრება;
** საჭიროების შემთხვევაში — პრაქტიკული დავალება;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@bsa.gov.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 მაისი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შპს "სთარინგ ჯორჯია"-ს მონაცემთა ბაზაში ინახება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი განაცხადის განხილვისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ შპს "სთარინგ ჯორჯია"-სთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ აღნიშნული მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაცემულ იქნას ან/და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნებისთვის.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობა წარმოადგენს თქვენი კანდიდატურის განხილვის აუცილებელ წინაპირობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე