Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=717040&print=yes&view=jobs
 
Fintech პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Fintech პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: FinTech
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
"საქართველოს ფინტექ ასოციაცია" ეძებს Fintech პროდუქტების გაყიდვების მენეჯერს.

სამუშაო მოდელი: დისტანციური

HR აუთსორსინგული კომპანია One Point, პარტნიორი საბანკო ორგანიზაციისთვის, ეძებს ფინანსური მიმართულების კურსდამთავრებულებს ან სტუდენტებს, რომლებიც იმუშავებენ FinTech პროდუქტის ქართულ საბანკო სექტორში დანერგვაზე და უხელმძღვანელებენ სხვადასხვა პროექტებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქართულ ბანკებთან ურთიერთობების დამყარება;
** შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქტის ეფექტური პრეზენტაცია (pitching);
** პროექტების მართვა წარმატებული შეთანხმებების შემდეგ.

პოზიციისთვის საჭირო უნარები:

** ბაკალავრი ან მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ან მსგავსი მიმართულებით;
** საბაზისო კომპიუტერული ცოდნა (უნდა ესმოდეს განსხვავება GPT-სა და Claude-ს შორის, ** ასევე subscription მოდელსა და token-based გადახდის სისტემას შორის);
** IT სფეროს ცოდნა საბაზისო დონეზე;
** პრეზენტაბელური;
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა C1-C2 დონეზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო არის დისტანციური, სრული განაკვეთი.
** შესაძლებელია მივლინებები ბათუმში.
** ანაზღაურება - 1, 000 $ (net) კრიპტოვალუტაში ან ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე.

გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე - hr@onepoint.ge

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია