Робота для біженців з України
ავტომობილების რეალიზაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების რეალიზაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"პრემიუმ ლიზინგი" - მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების რეალიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების რეალიზაციისთვის სხვადასხვა არხების გამოყენება; პოტენციური მყიდველის მოძიება;
** მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** ავტომობილების რეალიზაციის შემდგომ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპეტენციისამებრ პერიოდული რეპორტინგი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ყოველი გაყიდული ავტომობილიდან)

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** შედეგზე ორიენტირებულს, აქტიურს;
** დახვეწილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარებით;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
** ეფექტური გაყიდვების ტექნიკების ცოდნით და გამოცდილებით;
** ავტოინდუსტრიის სფეროში გაყიდვების გამოცდილება და ავტომობილების ცოდნა სავალდებულოა.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 3
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)

დაინტერესების შემთხვევაში - გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 26 მაისი

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე