|
დასახელება:
რეგიონული კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
ქეა კავკასია
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 04 მაისი
|
ა (ა)იპ ქეა კავკასია აცხადებს კონკურს რეგიონალური კოორდინატორის პოზიციაზე.
პოზიცია: რეგიონული კოორდინატორი ახალგაზრდებისთვის,
სამიზნე რეგიონი: ქვემო ქართლი (გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები)
ხანგრძლივობა: 8 თვე
პროექტის "უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, ქეა კავკასია ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდას, რომელიც შეუერთდება პროექტის გუნდს, როგორც რეგიონული კოორდინატორი ახალგაზრდული კლუბებისთვის.
შერჩეული კოორდინატორი იმუშავებს, ქვემო ქართლის რეგიონში გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში, უკვე არსებულ ახალგაზრდულ კლუბებთან. რეგიონული კოორინატორი შეისწავლის ახალგაზრდების პრიორიტეტებსა და საჭიროებებს, მხარს დაუჭერს მათი იდეების განხორციელებას და უზრუნველყოფს ახალგაზრდული კლუბების მიერ დაგეგმილი აქტივობების კოორდინაციას, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვას.
კოორდინატორი ითანამშრომლებსნ პროექტის განმახორციელებელ გუნდთან და მხარს დაუჭერეს მათ ახალგაზრდების მობილიზებაში, სათემო ინიციატივების, ტრენინგების, შეხვედრების, და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვაში.
ძირითადი მოვალეობები:
** სამიზნე რეგიონში ახალგაზრდული კლუბების შექმნა ან/და განვითარება;
** პროექტის ფაგრლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ახალგაზრდების მობილიზება;
** მონაწილე ახალგაზრდების მხარდაჭერა სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების პროცესში;
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების, კამპანიებისა და ტრენინგების დაგეგმვა პროექტის გუნდთან ერთად;
** ახალგაზრდული კლუბების ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება;
** ძლიერი კავშირების შენარჩუნება თემში მცხოვრებ ახალგაზრდებთან;
საჭირო უნარები და გამოცდილება:
** ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები
** ახალგაზრდებისა და თემის წევრების ეფექტური ჩართულობისთვის;
** ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხებისა და საჭიროებების ცოდნა;
ახალგაზრდებთან და ახალგაზრდულ ინიციატივებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქვემო ქართლის ადგილობრივი კონტექსტის ცოდნა;
** სწრაფი და ეფექტური მობილიზაციის უნარი;
** ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და სამიზნე რეგიონებში გადაადგილების შესაძლებლობა;
სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლი.
რეგიონული კოორდინატორი პოზიცია არის ნახევარ გავაკვეთზე გათვლილი და მოიზარებს კვირაში 20 სამუშაო საათს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: mariam.mirotadze@care.org
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 4 მაისი.
|
|
|
|