|
დასახელება:
ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სერვის ნეტ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე კახეთში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო აღწერილობა:
** დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძიება (მონაკვეთის დაზუსტება) და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა;
** ქუროებში ოპტიკური წვერების შედუღება;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
აუცილებელია:
** მსგავს პოზიციაზე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2026 წლის 27 მაისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
|
|
|
|