|
დასახელება:
მომსახურების ხარისხის მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ მომსახურების ხარისხის მართვის სპეციალისტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მომსახურებაში არსებული და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** მომსახურების სტანდარტებისა და შეფასების კრიტერიუმების პერიოდულ განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციაში ჩართული თითოეული თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზარების მონიტორინგი და რეპორტების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების კმაყოფილების კვლევების უზრუნველყოფა, შედეგების ანალიზი და რეპორტებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილების განხილვა, მიზეზების განხილვა/ანალიზი, დროული რეაგირების უზრუნველყოფა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
** დასრულებული პროექტების პერიოდული მონიტორინგი;
** ინციდენტების რეგისტრაცია და ანალიზი CRM-ში;
** პროცედურით დადგენილი წესების მიხედვით, ბონუსის კალკულაცია მომხმარებელთან კომუნიკაციაში ჩართული თანამშრომლებისათვის და სისტემატური და დეტალური უკუკავშირის უზრუნველყოფა მათთვის;
** მომსახურების ტრენინგების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიაში ახალი პროდუქტის/მომსახურების დანერგვასთან დაკავშირებული სკრიპტების მომზადება და შეთანხმება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან;
** მომსახურების ხარისხის ანალიზი, რეპორტინგი და კვარტალური ანგარიშგება მენეჯმენტთან;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შესაბამისი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის, ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|