|
დასახელება:
ინსტალატორი
|
| მომწოდებელი:
გიგაბიტი
|
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 27 მაისი
|
კომპანია "გიგაბიტი" სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც წარმატებით სთავაზობს კომპანიებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინტერნეტ მომსახურებასა და ტელე-საკომუნიკაციო სერვისს.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს http://gigabyte.com.ge/
შპს "გიგაბიტი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** Ubiquiti ანტენების ინსტალაცია და მონტაჟი;
** ვიდეო-კამერების, WiFi დაშვების წერტილების ინსტალაცია და მონტაჟი;
** ქსელის კაბელების ინსტალაცია / დაბოლოება;
** სამუშაო სრულდება როგორც შენობის შიგნით, ასევე საველე პირობებში.
** ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფიზიკური საქმიანობის შესრულების უნარი;
** სიმაღლეზე მუშაობის უნარი;
** საველე პირობებში მუშაობის უნარი;
** საინსტალაციო ინსტრუმენტების (ბურღი, "ჯეკმეიკერი" და სხვა) გამოყენების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულო).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: gigabyte.ge@gmail.com და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ინსტალატორი".
|
|
|
|