Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716935&print=yes&view=jobs
 
შეფ-მზარეული - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: Dreamland Oasis Chakvi
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - აღმასრულებელი შეფ-მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს სრული ოპერაციების ხელმძღვანელობა: ინგრედიენტები, მომზადების პროცესი, ხარისხის კონტროლი;
** მენიუს შექმნა და კრეატიული შეთავაზებების განვითარება რესტორნის კონცეფციასა და გაყიდვების მიზნებთან შეთანხმებით;
** გუნდის მართვა: მზარეულების შერჩევა, ტრენინგი, შეფასება და მოტივაცია;
** კვების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და სტანდარტების დაცვა (HACCP, უსაფრთხოების ნორმები);
** ინვენტარის მართვა, მარაგების კონტროლი და მომწოდებლებთან კოორდინაცია;
** ტექნიკური აღჭურვილობის კონტროლი და გამართულობის უზრუნველყოფა (კუხნის აპარატურა, ღუმელები, ცივი მოწყობილობები, POS სისტემები);
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა, ხარჯების და ნაშთების კონტროლი;
** სასურველი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა კლიენტებისთვის, სწრაფი რეაგირება შეკითხვებსა და საჩივრებზე;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და ცვლების ოპერაციული საჭიროებებზე დაყრდნობით განაწილება;
** სამუშაო საათების, დასწრების, ოვერტაიმის და სახელფასო ფაილის მაღალი სიზუსტით მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
** მენიუს შექმნისა და ფუდ-კოსტის მართვის გამოცდილება;
** ლიდერული უნარები და გუნდის ეფექტური მართვის გამოცდილება;
** ტექნიკური მოწყობილობების, ინვენტარისა და სამზარეულოს აღჭურვილობის ცოდნა;
** HACCP-ის, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაცია, პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შეფ-მზარეული";

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება:

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია