Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716928&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: The Grandeur Hotel
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
ბათუმში მდებარე, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო The Grandeur-ში განთავსებული, ორქიდეა სპა აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ორქიდეა სპა არის ადგილი, სადაც სხეული და გონება ერთდროულად ისვენებს, სწორედ ამ გამორჩეულ გარემოში ვეძებთ დიასახლისს, ადამიანს, რომელიც დეტალებზე ზრუნვით, სისუფთავის მაღალი სტანდარტით და გულწრფელი სტუმართმოყვარეობით გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი.

თუ გსურს იმუშაო სივრცეში, სადაც ესთეტიკა, სიმშვიდე და უმაღლესი სტანდარტი ყოველდღიურობის ნაწილია, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

პოზიცია: სპას დიასახლისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: 1000 ლარი
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N5

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სპა სივრცის სისუფთავე და მუდმივად მოწესრიგებული გარემო, მაღალი სტანდარტების დაცვით
** გამოიყენოს ინვენტარი და საწმენდი საშუალებები დადგენილი ინსტრუქციებისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით
** იზრუნოს სამუშაო აღჭურვილობის გამართულობაზე, მოვლასა და დროულ გაფრთხილებაზე
** ყურადღებით აკონტროლოს სტუმრების მიერ დატოვებული ნივთები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება
** აწარმოოს ყოველდღიური რეპორტინგი კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და პროცედურები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საშუალო განათლება
** ქართული ენის ცოდნა

აუცილებელი უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი
პუნქტუალური

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** ფასდაკლებას კომპლექსში განთავსებულ რესტორნებში, სპა-ცენტრში, სავარჯიშო დარბაზებში, აუზსა და სხვა სერვისებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უზრუნველყოფილ კვებას
** Day Off- დამატებით 6 ანაზღაურებად დასვენების დღეს
** დაბადების დღის აღსანიშნავად დამატებით ანაზღაურებად დასვენების დღეს
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას - ტრენინგები და განვითარების პროგრამები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@grandeurhotel.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება Grandeur Hotel -ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია