Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ჰელიოს ენერჯი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
მზის ენერგიის კომპანია "ჰელიოს ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ენერგიულ ადმინისტრაციულ მენეჯერს, რომელიც გახდება კომპანიის საოპერაციო საქმიანობის და შიდა პროცესების ეფექტურად მართვის გარანტი.

ჰელიოს ენერჯი საქართველოში განახლებადი ენერგიის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი მისიაა მზის ენერგიის ათვისება და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საქმიანობის მართვა;
** კომპანიის მიმდინარე დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება და შესაბამისი ფორმალობების კოორდინაცია;
** კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სერვის-პროვაიდერებთან თანამშრომლობის მხარდაჭერა;
** მენეჯმენტის მხარდაჭერა სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
** მენეჯმენტის სამუშაო დღის წესრიგის მხარდაჭერა, კალენდრისა და საოფისე კომუნიკაციის ეფექტური კოორდინაცია;
** გუნდის სამუშაო ციკლის ადმინისტრირება - სამუშაო დროის, დასვენების პერიოდებისა და მასთან დაკავშირებული შიდა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია;
** ახალი თანამშრომლების მიღების პროცესის მართვა და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა;
** კორპორაციული ღონისძიებებისა და თიმბილდინგების დაგეგმვა და ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერა და სტილისტიკა);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (წერითი და ვერბალური);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები - საოფისე პროგრამების, ხელოვნური ინტელექტის (AI tools) და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** მულტიტასკინგის (რამდენიმე საქმის ერთდროულად მართვის) უნარი;
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაცია და გადაწყვეტილების მიღება;
** მაღალი ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პოზიტიური განწყობა და გუნდურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: guga@helios.ge

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე