|
დასახელება:
გრაფიკოსი დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
Bound Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 26 აპრილი
/ ბოლო ვადა: 26 მაისი
|
კომპანია "Bound Solutions" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: გრაფიკოსი დიზაინერი
ხელფასი: 2, 500-3, 000 ლარი (NET) (დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (11:00-19:00)
მდებარეობა: ვაკე, ბაგები
ძირითადი მოვალეობები:
** 3D სცენოგრაფიისა და ღონისძიების სივრცის დეტალური ვიზუალიზაციების შექმნა Autodesk 3ds Max-ში;
** კონცეფციის შესაბამისად 3D მოდელირება, ტექსტურირება, განათების დაგეგმარება და მაღალი ხარისხის რენდერების მომზადება;
** ღონისძიების სივრცის არქიტექტურული დაგეგმარება (სცენა, დარბაზი, დეკორაცია, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და სხვა ელემენტები);
** სამუშაო ნახაზების (working drawings) მომზადება რეალური მასშტაბებისა და ტექნიკური პარამეტრების სრული გათვალისწინებით;
** Motion დიზაინისა და ანიმაციური ვიზუალების შექმნა;
** LED ეკრანებისთვის ვიზუალური კონტენტის დიზაინი და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** დინამიკური გრაფიკული ელემენტებისა და ვიზუალური ეფექტების განვითარება;
** ციფრული მოსაწვევებისა და პრეზენტაციული მასალების დიზაინი;
** 2D/3D გრაფიკული მასალების შექმნა (ბანერები, ბრენდინგ ელემენტები, პოლიგრაფიული პროდუქცია);
** კრეატიული ბრიფის ვიზუალური ინტერპრეტაცია და კონცეფციების განვითარება;
** ბრენდბუქის სტანდარტების დაცვა ყველა ფორმატსა და პლატფორმაზე;
** print-ready / production-ready ფაილების მომზადება;
** რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვა დადგენილი ვადების მკაცრი დაცვით;
** დიზაინის ხარისხის კონტროლი კონცეფციიდან საბოლოო რეალიზაციამდე;
** ალტერნატიული დიზაინ-გადაწყვეტების შეთავაზება ბიუჯეტისა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება დიზაინის, არქიტექტურის ან შესაბამის სფეროში (სასურველია);
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში (ივენთ ინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** დიზაინის პროგრამებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება: Adobe Photoshop, Adobe Illustrator (2D layout); Archicad ან SketchUp (3D მოდელირება); Autodesk 3ds Max; Adobe InDesign; Adobe After Effects; Canva;
** სივრცის დაგეგმარებისა და ლეიაუთების შექმნის გამოცდილება;
** Motion დიზაინისა და ანიმაციის შექმნის გამოცდილება (სასურველია);
** პრინტ და ციფრული მასალების ტექნიკური მოთხოვნების ცოდნა (print-ready / production-ready ფაილების მომზადება);
** ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი, ეფექტური prompt-ების შექმნა და მათი გამოყენება დიზაინის პროცესის ოპტიმიზაციისთვის;
** კრეატიული აზროვნება და ვიზუალური კონცეფციების დამოუკიდებლად განვითარებისა და რეალიზაციის უნარი;
** მრავალპროფილურ პროექტებზე ერთდროულად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტაცია და გუნდური მუშაობის უნარი;
** პორტფოლიოს არსებობა სავალდებულოა.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: Info@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება, გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|