Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716859&print=yes&view=jobs
 
SPA ადმინისტრატორი - ქობულეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SPA ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Georgia Palace Hotel & SPA
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
სასტუმრო "Georgia Palace Hotel & SPA" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს SPA მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქობულეთი.
სრული განაკვეთი, სეზონური.

მოვალეობები:

** სასტუმროს სპა ცენტრში სტუმრების სათანადოდ მიღება და გაცილება.
** სპა ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კოორდინაცია.
** სპა მომსახურებებისა და პროდუქტების განვითარება.
** სპა ცენტრის გაყიდვების შეთავაზება (პოტენციური მომხმარებლებისთვის).
** სპა ცენტრის ადმინისტრაციული მართვა.
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
**  სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმრებისათვის შიდა კომუნიკაციის არხებით სხვადასხვა შეთავაზებების განხორციელება.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა. (სასურველია სხვა ენებიც)
** სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება პრიორიტეტად)
** მენეჯერული და ლიდერული უნარები.
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებული;
** სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული;


ჩვენ გთავაზობთ: 

** მეგობრული სამუშაო გარემოს; 
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 
** ტრანსპორტირებას და კვება, შესაძლებელი განვიხილოთ ადგილზე განთავსება.

ანაზღაურება შეთანხმებით: მხედველობაში მიიღება კანდიდატის გამოცდილება და უნარები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: Vacant@gph.ge

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა (ს/კ: 447000584) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემს მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს " ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა " (ტელ: 032 224 24 00).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი აპლიკაციის განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატა პრო" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს " ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია