Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716857&print=yes&view=jobs
 
გერმანულენოვანი ონლაინ-მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანულენოვანი ონლაინ-მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ამელიკა
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
კომპანია "ამელიკა" (Amelika LLC) ეძებს მოტივირებულ და მრავალმხრივ ნიჭით დაჯილდოებულ (Allrounder) თანამშრომელს გერმანულენოვანი ონლაინ-მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე (სრული ან ნახევარი განაკვეთი) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი კლიენტის ონლაინ-მაღაზიის სრული მართვისთვის.

ჩვენს შესახებ:

კომპანია "ამელიკა" 2022 წელს თბილისში, გერმანელი მმართველი დირექტორის, თორსტენ ტოპფერის მიერ დაფუძნდა. ჩვენ ვართ 7 ადამიანისგან შემდგარი ახალგაზრდა გუნდი, თანამედროვე კორპორატიული კულტურით, ბრტყელი იერარქიითა და მუშაობის გერმანული სტანდარტებით. ამჟამად ვემსახურებით სხვადასხვა გერმანულ კომპანიას და ახლა ვეძებთ ენერგიულ წევრს გერმანული ონლაინ-მაღაზიის სამართავად.

ჩვენი მოთხოვნები:

თქვენ იდეალური კანდიდატი ხართ, თუ:

** ფლობთ გერმანულ ენას უმაღლეს დონეზე (მინიმუმ C1);
** ხართ "Digital Native" - კარგად ერკვევით ციფრულ სამყაროში და გაქვთ სურვილი, აიღოთ სრული პასუხისმგებლობა ონლაინ-მაღაზიის ყველა მიმართულებაზე;
** გაქვთ გამოცდილება ონლაინ მარკეტინგსა და მომხმარებელთან ურთიერთობაში (ელ. ფოსტა და ტელეფონი). შეგიძლიათ დამოუკიდებლად იპოვოთ გადაჭრის გზები სტანდარტულ პრობლემებზე (მაღაზიის ფუნქციონალი, კლიენტებთან კომუნიკაცია თუ კურიერებთან ურთიერთობა);
** არ გეშინიათ დიდ ინფორმაციასთან და მონაცემებთან მუშაობა, გაქვთ კარგი მეხსიერება;
** მზად ხართ საწყის ეტაპზე შეასრულოთ დიდი მოცულობის მექანიკური სამუშაო (მაგ: პროდუქციის ბაზაში შეყვანა), რადგან ამჟამად მიმდინარეობს მაღაზიის ERP სისტემის განახლება.

რას გთავაზობთ:

** თანამედროვე სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
** პასუხისმგებლობის შესაბამის, მიმზიდველ ანაზღაურებას;
** სრულ განაკვეთზე მუშაობისას - დღეში 8 საათი (შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე შეთანხმებაც);
** World Class Fitness Center-ის აბონემენტს (გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ);
** მეგობრულ გუნდს, რომელიც შედგება გერმანულენოვანი და ქართველი კოლეგებისგან;
** შანსს, განავითაროთ და კიდევ უფრო წარმატებული გახადოთ უკვე მოქმედი ონლაინ-მაღაზია.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@amelikasolutions.com

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია