Робота для біженців з України
გერმანულენოვანი ფინანსური ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანულენოვანი ფინანსური ბუღალტერი
მომწოდებელი: ამელიკა
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
კომპანია "ამელიკა" (Amelika LLC) ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს ფინანსური ბუღალტერიის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი კლიენტის მომსახურებისათვის.

ჩვენს შესახებ:

კომპანია "ამელიკა" 2022 წელს თბილისში, გერმანელი მმართველი დირექტორის, თორსტენ ტოპფერის მიერ დაფუძნდა. დღეისათვის ჩვენი გუნდი 7 პროფესიონალისგან შედგება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა გუნდი თანამედროვე კორპორატიული კულტურით, ბრტყელი იერარქიითა და მუშაობის გერმანული სტანდარტებით. ამჟამად ვემსახურებით სხვადასხვა გერმანულ კომპანიას, ძირითადად ბუღალტერიის სფეროში.

ჩვენი მოთხოვნები:

თქვენ იდეალური კანდიდატი ხართ, თუ:

** ფლობთ გერმანულ ენას უმაღლეს დონეზე (მინიმუმ C1);
** გაქვთ უმაღლესი განათლება ბუღალტერიის მიმართულებით (საქართველოში) ან გაქვთ გერმანიაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** გაქვთ სწრაფი ათვისების უნარი და გსურთ ახალი ცოდნის შეძენა;
** გიყვართ ციფრებთან მუშაობა და გსიამოვნებთ სამუშაო პროცესის გერმანულ (და ზოგჯერ ინგლისურ) ენაზე წარმართვა.

რას გთავაზობთ:

** თანამედროვე სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
** პასუხისმგებლობის შესაბამის, მიმზიდველ ანაზღაურებას;
** World Class Fitness Center-ის აბონემენტს (გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ);
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 საათი;
** მეგობრულ და სასიამოვნო გუნდს, რომელიც შედგება გერმანულენოვანი და ქართველი კოლეგებისგან;
** საინტერესო პოზიციას საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის ბუღალტერიის გუნდში.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@amelikasolutions.com

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე