Робота для біженців з України
დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ელიავა ბიოპრეპარატები
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ფარმაცევტული კომპანია "ელიავა ბიოპეპარატები" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

ვაკანსიის ხანგრძლივობა: 25 აპრილი 2026 - 15 მაისი 2026

ქართული ბიო-ფარმაცევტული კომპანია "ელიავა ბიოპრეპარატები", მსოფლიოში ცნობილი "ელიავა კონსორციუმში" შემავალი კომპანიაა, რომელიც საქართველოში "ბაქტერიოფაგის" სახელით არის ცნობილი. ბაქტერიოფაგურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით, ელიავა ბიოპრეპარატები იკვლევს, ანვითარებს და აწარმოებს მაღალეფექტურ ფაგურ პრეპარატებს, გამოყენების ფართო სპექტრით.

კომპანია დაფუძნებულია, ბაქტერიოფაგების კვლევაში მსოფლიო ლიდერი სამეცნიერო ცენტრის, ელიავას ინსტიტუტის ბაზაზე და იყენებს ინსტიტუტში 1923 წლიდან არსებულ უწყვეტ ცოდნასა და გამოცდილებას.

სამუშაო პირობები:

მდებარეობა: თბილისი, გოთუას #3
სამუშაო გრაფიკი: 10:00- 18:00, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 2000 ლარი (ნეტო)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დირექტორის მხარდაჭერა სტრატეგიული ინიციატივების განხორციელებაში (R&D, წარმოება, კომერციალიზაცია);
** სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობის გაუმჯობესება;
** ოპერაციული მაჩვენებლების მონიტორინგი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
** პარტნიორობების და საერთაშორისო თანამშრომლობების განვითარებაში მონაწილეობა;
** ბაქტერიოფაგული პროდუქტების განვითარების პროექტების ვადებისა და პროცესების მართვა;
** დირექტორსა და შიდა/გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის კავშირის უზრუნველყოფა;
** მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;
** კომპანიის წარმომადგენლობა პარტნიორებთან და ინსტიტუციურ შეხვედრებზე; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრი: ბიზნეს-ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, ბიოტექნოლოგიების / სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე სფეროში.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას:
პროექტების მართვაში;
საერთაშორისო პროექტებსა ან დონორებთან მუშაობაში;

ტექნიკური უნარები:
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
** გრაფიკული პროგრამების საბაზო ცოდნა;
** სოციალური ქსელების მუშაობის საბაზისო უნარები;
** მონაცემთა ანალიზის საბაზისო უნარები;

ენები:
** ქართული;
** ინგლისური;
** რუსული (ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი და ზეპირი);
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი;

შემოთავაზებული პირობები:
** მეგობრული და მაღალპროფესიონალური სამუშაო გარემო;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: joinus@phage.ge

წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დირექტორის ასისტენტი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე