Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: არმორერი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"Armorer" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"Armorer" არის საქართველოში ლიცენზირებული იარაღისა და სანადირო აქსესუარების იმპორტიორი და რეალიზატორი. ჩვენთან წარმოდგენილია სხვადასხვა ევროპული, ამერიკული და თურქული ბრენდის პროდუქცია.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა კონსულტირება და მომსახურება
** გაყიდვების განხორციელება და სალარო ოპერაციები
** საწყობსა და სავაჭრო სივრცეში პროდუქციის დალაგება და ინვენტარიზაცია
** საქონლის მიღება და შემოწმება
** მაღაზიაში მიმდინარე სხვადასხვა სამუშაოს შესრულება

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სანდოობა
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** სასურველია გამოცდილება გაყიდვებში ან მომხმარებლებთან მუშაობაში (სავალდებულო არ არის)
** სასურველია იარაღით, სპორტული ან სანადირო პროდუქტებით ინტერესი

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 5/2
** სტაბილური და საინტერესო სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე:
info@armorer.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე