Робота для біженців з України
ექიმი/რეზიდენტი მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი/რეზიდენტი მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით
მომწოდებელი: ვიტა ინვიტრო კლინიკა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"ვიტა ინვიტრო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას დიპლომირებული მედიკოსებისთვის, რომელთაც სურთ კარიერული განვითარება რეპროდუქტოლოგიის სფეროში.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, დაეუფლონ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს და ჩამოყალიბდნენ წარმატებულ ექიმ-რეპროდუქტოლოგებად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** პროფესიული განვითარება: რეპროდუქტოლოგიის სიღრმისეული შესწავლა პრაქტიკოსი ექსპერტების მეთვალყურეობით.
** პრაქტიკული გამოცდილება: ჩართულობა ოპერაციულ მანიპულაციებსა და უახლეს სამედიცინო პროცედურებში.
** კარიერული სტარტი: რეალურ კლინიკურ გარემოში მუშაობისა და დახელოვნების იდეალური შანსი.
** თანამედროვე გარემო: მუშაობა მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (დიპლომირებული მედიკოსი).
** მეან-გინეკოლოგიის რეზიდენტურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
** 3 წლიანი გამოცდილება კლინიკაში მუშაობის, სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულებით.
** ახალი ცოდნის ათვისების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ანაზღაურება შეთანხმებით.

კლინიკის მისამართი: თბილისი, საბურთალო, მარიჯანის 2ბ

სურვილის შემთხვევაში CV გამოგზავნეთ მითითებულ მეილზე: manager@vitainvitroclinic.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე