Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კლასიკა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
კომპანია "კლასიკა" ქუთაისის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საქმიანობა: ბრენდული საოჯახო ტექსტილის, ავეჯის და საოფისე ნივთების ადგილზე და ონლაინ რეალიზაცია.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.10

ფუნქცია-მოვალეობები: გაყიდვები; კორპორატიული და საცალო შეკვეთების მიღება, დამკვეთების მომსახურება, ონლაინ გაყიდვები, საკურიერო მიწოდების ორგანიზება.

მოთხონები:   

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში (ანალოგიურ სფეროში ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი სტაჟი-სასურველი პირობა);
** საოფისე პროგრამა ექსელის და სალარო ოპერაციების მინიმალური  ცოდნა (ტესტირება ექსელში); 
** უმაღლესი განათლება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + პრემია, საშუალოდ 1100 -1300 ლარი შედეგის მიხედვით.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან არაანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას. სასურველია სტაჟირების გავლა თბილისის ერთ-ერთ ოფისში. ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

** სამუშაო გრაფიკი სრული: 11-00-დან 19-30-მდე ზაფხულში და 11-00-დან 19-00-მდე ზამთარში; 2 დასვენების დღე.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

გთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ფოსტაზე: vacancy@pm.ge და საბჯექტში მიუთითოთ პოზიცია.

მოგვწეროთ ვაიბერზე ან ვათცაპში ნომერზე: 599 068 468

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.თქვენი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი)თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გაქვთ განაცხადი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე