|
დასახელება:
მეხინკლე
|
| მომწოდებელი:
Badagoni Hospitality
|
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას მეხინკლის პოზიციაზე.
უშუალო ხელმძღვანელი - დემი შეფი
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - კერძების მომზადება
ძირითადი ფუნქციები:
** სამზარეულოს გამართულად მუშაობის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP - ის სტანდარტების შესაბამისად;
** კერძების დადგენილი რეცეპტებით, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მომზადება;
** პროდუქტების შესაბამისი წესების დაცვით დამუშავება; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დადგენა;
** პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** შემოსული შეკვეთებზე დაუყოვნებლივ რეაგირება და დროული მომზადება;
** აქტიური კომუნიკაცია მომსახურე პერსონალთან მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
** სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების მიღება;
** სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს/სამუშაო სივრცის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
** სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
** პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
** სამუშაო ინვენტარის, ჭურჭლის, დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში შეფ მზარეულის ფუნქციების შეთავსება.
კვალიფიკაცია:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის/სტანდარტების ცოდნა.
უნარები:
** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.
შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: hr@badagonihospitality.com
|
|
|
|