Робота для біженців з України
სალომბარდე სესხების ექსპერტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სალომბარდე სესხების ექსპერტი
მომწოდებელი: სვიფტ კრედიტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.

"სვიფტ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე სესხის ექსპერტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალომბარდე სესხის გაცემა;
** ტექნიკის შეფასება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება.

საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით;
** სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი/სტაჟირება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 1300 ლარი + ბონუსი (300-600);
** მდებარეობა: ქალაქი ბათუმი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: swiftcredit.hr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე