|
დასახელება:
მუშა, მებაღე-მეეზოვე, სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, დურგალი
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 11 მაისი
|
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო და ინფრასტრუქტურის განყოფილებებში მუშის (10 ვაკანსია), მებაღე-მეეზოვის (4 ვაკანსია), სანტექნიკოსის (2 ვაკანსია), ელექტრიკოსის (2 ვაკანსია) და დურგლის (2 ვაკანსია) პოზიციებზე:
მუშის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
მუშის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე ტექნიკური პერსონალისთვის ფიზიკური დახმარების გაწევა;
** საოფისე და საყოფაცხოვრებო ავეჯის, ასევე ინვენტარის გადატანა/გადაზიდვა;
** სამშენებლო ნაგავისა და სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადატანა;
** უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
მებაღე-მეეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). მებაღე-მეეზოვის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** უნივერსიტეტის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება;
** მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა;
** უშუალოდ ხელმძღვანელისა და ადმინისტრატორის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
სანტექნიკოსის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
სანტექნიკოსის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** წყლისა და საკანალიზაციო სისტემების შეკეთება/შეცვლა;
** ონკანების, ჩამკეტების, უნიტაზების მონტაჟი და შეკეთება;
** მილების გაყვანა და გაწმენდა;
** უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
ელექტრიკოსის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
ელექტრიკოსის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** ელექტროგაყვანილობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** დაზიანებული ელექტროსისტემების შეკეთება/შეცვლა;
** ჩამრთველების, როზეტებისა და ავტომატების მომსახურება;
** განათების სისტემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
დურგლის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
დურგლის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** სხვადასხვა სადურგლო სამუშაოების შესრულება (კარების, ფანჯრების, საკეტების, იატაკის და სხვ.)
** უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა.
აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია/CV;
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვეო სისტემაში.
გასაუბრება ჩატარდება 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში. დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 577943905; 577505458.
|
|
|
|