Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) - კომპანიას რომელსაც აქვს 22 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოსა და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://ktl-georgia.com/ge

ამჯერად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამსახურის მდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, თბილისი გარდენს, მიხეილ ასათიანის ქ. 10

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული შეკითხვების მოთხოვნების დამუშავება, ტრანსპორტირების ფასების დათვლა და კლიენტებისთვის შეთავაზება;
** დადასტურებული შეკვეთების კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად დარეგისტრირება და ტრანსპორტირების სრული ციკლის კონტროლი მიმღებისთვის ტვირთის ჩაბარების ჩათვლით;
** ტვირთის მომწოდებლებთან კომუნიკაცია და დატვირთვაზე შეთანხმება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოგროვება და სტანდარტთან შესაბამისობის გადამოწმება
** საერთაშორისო / ადგილობრივ საწყობებში ტვირთის მოძრაობის კონტროლი, ტვირთების კონსოლიდაცია
** ტვირთის ტრანსპორტირების მონიტორინგი და დამკვეთებისთვის კომპანიაში არსებული წესისამებრ ინფორმაციის განახლება;
** გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ინვოისები, კონტრაქტები, ტვირთების დაზღვევის და ა.შ) მართვა ჩარიცხვების კონტროლი
** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის მიმდინარე ან ახალი სერვისების შეთავაზება - გაცნობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მოლაპარაკების პროცესის ეფექტურად წარმართვის უნარი
** სერვისზე, მომხმარებლის კმაყოფილებაზე და დეტალებზე ორიენტირებული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკური მიმართულებით (სასურველი)
** ინგლისური ენის ცოდნა - С1/B2 დონე, რუსული ენების ცოდნა - B1 დონე; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა, ERP სისტემაში მუშაობის უნარი (სასურველი)

პიროვნული თვისებები:

** პროაქტიული
** გუნდში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი
** დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს (დასაქმებიდან 4 თვის შემდგომ)
** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
** კვალიფიკაციის შესატყვის ფიქსირებულ ანაზღაურებას და KPI საბონუსე სისტემაში ჩართვას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზუმე და სამოტივაციო წერილი: hr@ktl-georgia.com; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციია დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშავოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელ ფოსტაზე: hr@ktl-georgia.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე