Робота для біженців з України
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: დსმც-დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
შპს "დსმც-დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისი.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) და სამჯერადი კვება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა)
** პუნქტუალურობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
** დაწესებულებაში და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე:healthcorp.hr@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან. ან დაგვიკავშირდით 599 53 16 15.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე