|
დასახელება:
სამიმღებო სამსახურის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
შემოუერთდი "PSP ფარმას" გუნდს სამიმღებო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილი: ლილოს დასახლება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:00 - 18:00; შაბათ-კვირას დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** პროდუქციის მიღება მომწოდებლის მიერ გამოწერილი დოკუმენტის შედარება პრაქტიკულად მიღებულ პროდუქციასთან;
** სამარაგო/სარეალიზაციო ზონებისთვის პროდუქციის გადაცემა;
** მიღებული პროდუქციის მოთავსება საჭიროებისამებრ: კარანტინის ზონაში, დასტიკერების განყოფილებაში;
** პროდუქციის აწერა პერიოდულად;
უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** თავაზიანობა;
**დეტალებზე ორიენტირებულობა და აკურატულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
**გუნდურობა;
** დისციპლინირებულობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ ტრანსპორტირებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 511 534 982 სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 1 მაისი.
|
|
|
|