Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მზიური გარდენსი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"მზიური გარდენსი" - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ აპარტამენტების გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.

ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ პოტენციურ კლიენტს შევთავაზოთ ექსკლუზიური საცხოვრებელი გამოცდილება, ხოლო თქვენ - აქტიურად მონაწილეობთ ამ პროცესში, თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები რეალურ შედეგებში გარდაქმნათ.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** აქტიური გაყიდვების მართვა, პოტენციური კლიენტების კონსულტაცია და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიწოდება;
** გაყიდვების სტრატეგიებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** კლიენტებთან გრძელვადიანი, ხარისხიანი ურთიერთობის შენარჩუნება და მათთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა გაყიდვებისთვის;
** გაყიდვების მონაცემების მომზადება, რეპორტირება მენეჯმენტისთვის და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
** თანამშრომლობა მარკეტინგისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის სრულყოფისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლის პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამორჩეული კომუნიკაციის, მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა, მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული უნარები: MS Office (Word, Excel, PowerPoint) და CRM სისტემების გამოყენების გამოცდილება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** თანამედროვე სამუშაო გარემოს
** მოტივირებულ, მეგობრულ გუნდს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში უნდა მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე