|
დასახელება:
მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
NQ Hospitality Management Group
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
"NQ Hospitality Management Group", რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება), ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ენერგიულ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი კომპანიის მართვაში არსებული ობიექტის - ანბანის კოშკის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, პროცესების ეფექტურ მართვას და მაღალი სტანდარტით მომსახურებას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** ანბანის კოშკში არსებული რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა და კონტროლი
** რესტორნის უწყვეტი და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და ოპტიმიზაცია ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
** თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაო გრაფიკების შედგენა, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შრომითი დისციპლინის კონტროლი
** სტუმართა მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა, მონიტორინგი და კონტროლი;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესყიდვების დაგეგმვა, მარაგების კონტროლი და ხარჯების ოპტიმიზაცია
** საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება, ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობასთან რეპორტინგი
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან (ფინანსები, ტექნიკური სამსახური, უსაფრთხოება, მარკეტინგი) ეფექტური თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მენეჯერის ან შესაბამის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში
** ოპერაციული პროცესების დაგეგმვისა და მართვის ძლიერი უნარები
** თანამშრომელთა მართვის, ლიდერობისა და მოტივაციის უნარი
** მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ფინანსური პროცესების საბაზისო ცოდნა (ხარჯების კონტროლი, მარაგები, ანგარიშგება)
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
ძირითადი მოვალეობები:
** მენეჯერის ან შესაბამის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სტუმარმასპინძლობის სფეროში
** ოპერაციული პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის პრაქტიკული გამოცდილება
** თანამშრომელთა მართვის, მოტივაციისა და ეფექტური კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა და შენარჩუნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მომხმარებელთან პროფესიული და ეთიკური კომუნიკაციის უნარი
** ფინანსური პროცესების საბაზისო ცოდნა (ხარჯების კონტროლი, მარაგების მართვა, ანგარიშგება)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|