|
დასახელება:
პროდუქტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კერძო საწარმოო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
კერძო საწარმოო კომპანია ეძებს პროდუქტის მენეჯერს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:00 (დღეში 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი პროდუქტის კონცეფციისა და შეფუთვის დიზაინის შემუშავება;
** დიზაინერის საქმიანობის კოორდინაცია;
** პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა წარმოების შესაძლებლობებთან შესაბამისობაში;
** შეფუთვის მასალების მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების მოძიება/შეთანხმება;
** შეფუთვისა და დიზაინის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან;
** კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** საექსპორტო კლიენტებთან კომუნიკაცია და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
** პროდუქტისა და შეფუთვის სპეციფიკაციების მორგება კლიენტის მოთხოვნებზე;
** სარეკლამო მასალების მომზადება და კოორდინაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მსგავსი მიმართულება)
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გამოცდილება პროდუქტის განვითარებასა ან ბრენდ მენეჯმენტში
** დიზაინის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office-ის კარგი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (საექსპორტო კომუნიკაციისთვის)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლიანობა და ვადების მკაცრი დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — პროდუქტის მენეჯერი.
თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
|
|
|
|