Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716575&print=yes&view=jobs
 
დანადგარის მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დანადგარის მექანიკოსი
მომწოდებელი: კერძო საწარმოო კომპანია
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
კერძო საწარმოო კომპანია ეძებს დანადგარის მექანიკოსს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 08:00-17:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაზიანებული და სათადარიგო მექანიკური ნაწილების გამოცვლა;
** სათადარიგო ნაწილების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამის განყოფილებასთან კომუნიკაცია;
** დანადგარების გეგმიური და მიმდინარე რემონტის უზრუნველყოფა;
** დანადგართა გეგმიური და მიმდინარე წმენდის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** წარმოების პროცესში დანადგარის გამოსავლიანობისა და დანაკარგების ზღვრული ფარგლების კონტროლი;
** ახალი მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟი/ჩართვა და ტესტირება;
** ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა და სამუშაო ფორმების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური განათლება (ელექტრო ან მექანიკური მიმართულება);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანობა და ვადების მკაცრი დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — დანადგარის მექანიკოსი.

თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია