Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=716553&print=yes&view=jobs
 
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: მიონის ბიზნეს ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"მიონის ბიზნეს ცენტრი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ყველანაირი ტიპის საოფისე სივრცეებს.

"მიონის ბიზნეს ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის #106.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები). გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს ცენტრის შიდა და გარე პერიმეტრზე მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოების შესრულება შესაძლებლობის ფარგლებში;
** შენობაში არსებული დაზიანებების აღმოჩენა და ოპერატიული რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში თავად მოგვარება ან შესაბამისი სამსახურების ინფორმირება);
** ყველა აუცილებელი მექანიკური/ტექნიკური სამუშაოს შესრულება, მაგ: საკეტების შეკეთება, ფილების შეცვლა, წვრილმანი სამალიარო საქმის შესრულება და სხვა;
** ეზოს პერიმეტრზე სისუფთავის შენარჩუნება: სასიარულო ბილიკის, ბალახის და მცენარეების ტერიტორიის დასუფთავება;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მცირე ზომის ინვენტარის გადაადგილება;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ცოდნა და უნარები:

** განათლება და გამოცდილება ტექნიკურ სფეროში;
** ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: t.koroshinadze@mioni.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი", ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 13 59 50; 555 13 59 52
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია