Робота для біженців з України
უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ან/და უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** გამოსაცდელი ვადა - 6 თვე;
** ანაზღაურება - საშუალოდ 1000+1300 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა;

შეავსეთ აპლიკაცია ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - ბათუმი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე