|
დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Konica Minolta
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
"Konica Minolta Georgia" - აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: "Konica Minolta Georgia" არის გლობალური ბრენდი, რომელიც ოპერირებს 150-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 7 წელია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ ალექსიძის ქუჩა 12 (King David Business Center)
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული - კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ახალი კომპანიების მოძიება და დამუშავება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** პროექტის პრეზენტაციის ჩატარება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის წარმოება და მართვა;
** პერიოდული ანგარიშების შედგენა შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით;
** მომხმარებლებთან მოლაპარაკებების დროს ფასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიური ასპექტების ანალიზი;
** გაყიდვების პროცედურების შესაბამისად კონტრაქტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
აუცილებელი უნარები:
** პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** აუცილებელია B2B გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება მსხვილ კორპორაციულ კლიენტებთან.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე edo.dzandzava@konicaminolta.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|