|
დასახელება:
ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
|
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში, ღამის ცვლის მორიგე ინჟინრის პოზიციაზე.
"Hilton Garden Inn Tbilisi Riverview" - თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმარმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით "ჰილტონის" ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
** უფასო ტრენინგებს "ჰილტონის", ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
** ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას
რას ველით შენგან:
** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და გეგმური სერვისის ჩატარებას
** სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას
** ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას
** საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას
** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
ველოდებით შენს რეზიუმეს ელფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com
მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
|
|
|
|