|
დასახელება:
გიდი - ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი, რუსულენოვანი
|
| მომწოდებელი:
ყვარლის ღვინის გვირაბი
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
"ყვარლის ღვინის გვირაბის" ტურისტულ კომპლექსში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ "მეღვინეობა ხარებას" 50-მდე დასახელების ღვინო და მონაწილეობა მიიღონ ისეთ რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საინტერესო სანახაობას წარმოადგენს დიდი რეკრეაციული პარკი, მდინარე, უძველესი ქვევრები, ძველი ქართული წყლის წისქვილი, ტრადიციული პურის საცხობი და ჭაჭის სახდელი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისეთ მასტერკლასებში, როგორიც არის ჭაჭის გამოხდა, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა, რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა.
გვირაბის ტერიტორიაზე, სტუმრებს საშუალება აქვთ ეწვიონ რესტორან "ხარებას" და დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ქართულ-ევროპული კერძები; დატკბნენ ბუნებაში ჩაფლული რესტორნის გარემოთი, რომელიც ერთგვარ ქართულ თავგადასავალს სთავაზობს უცხოელ სტუმარს.
"ყვარლის ღვინის გვირაბი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
** ინგლისურენოვანი გიდი;
** ქართულენოვანი გიდი;
** რუსულენოვანი გიდი.
სამუშაო ადგილი: ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|