|
დასახელება:
სუ შეფი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი ლიტერა
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მაჩაბელის ქუჩა 13
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანსია არის სეზონური, გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და შეფ-მზარეულის მხარდაჭერა;
** მზარეულებისა და სამზარეულოს პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** კერძების მომზადების პროცესის ზედამხედველობა და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა;
** მენიუსა და ტექნოლოგიური ბარათების დაცვით მუშაობის კონტროლი;
** პროდუქციის მიღება, ხარისხის კონტროლი და ინვენტარის მართვა;
** HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოში სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი;
** ახალი თანამშრომლების გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა.
საჭირო უნარები:
** სასურველია პროფესიული კულინარიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ლიდერული და გუნდური მართვის უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების მოტივაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litterage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|