|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
რესტორანი ლიტერა
|
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მაჩაბელის ქუჩა 13
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანსია არის სეზონური, გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში.
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტურისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით;
** კერძების ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და სწორი პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** ყოველდღიურ სამზარეულოს პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
** ინვენტარისა და პროდუქტის სწორი და ეკონომიური გამოყენება;
** HACCP-ისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საჭირო უნარები:
** სასურველია პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი კურსები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** პროფესიული უნარების განვითარების მოტივაცია;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litterage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|